Quantcast
Channel: ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 321

მორცხვობა

$
0
0

გამარჯობა, ბატონო დავით, მყავს 9 წლის გოგონა, ძალიან მორცხვია, უჭირს გამარჯობის თქმა, ტელეფონზე დარეკვა, ვინმესთვის მიმართვა, დაძახება. ცდილობს არ შეიმჩნიოს, ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ-არა და ეს დიდ ძალას ართმევს,ძალიან ადვილად ნერვიულდება, ხშირად აქვს ჰაერის უკმარისობა.ზედმეტად მგრძნობიარეა,თითოეულ მიმიკაზე, ხმის ინტონაციაზე და ყველა წვრილმანზე რეაქცია აქვს,უჭირს შენიშვნის მიღება {თუნდაც დელიკატურად}, სულ ცდილობს არაფერი შეეშალოს.ხშირად ვესაუბრები, ვცდილობ არაფერი დავაძალო და ისე შეეჩვიოს ნელ-ნელა, მაგრამ ოჯახი და საზოგადოება მკაცრია ამ შემთხვევაში, -ზოგი უზრდელად თვლის, ზოგი უხასიათოდ, არადა ძალიან კონტაკტური და თბილია, თუ გაიხსნა და არ დაიძაბა. ძალიან დადებითად მოქმედებს შექება, მაგრამ სამწუხაროდ ოჯახში {მამა განსაკუთრებით} უფრო აქცენტს აკეთებენ შეცდომებზე, ფიქრობენ შექება გაათამამებს. სკოლაში კარგად სწავლობს, წარმატებები აქვს ოლიმპიადებზე, ღონისძიებებზე ჩვეულებივად გამოდის სცენაზე, დიდად არ ეტყობა განცდები, მაგრამ შინაგანად ძალიან სტრესშია. ვმეგობრობთ, ხშირად ვსაუბრობთ და თავის განცდებზე მიყვება, ან ზოგჯერ წერილობით გადმოცემს.დადის ცურვაზე. სკოლაშიც და ცურვაზეც თუ მასწავლებელმა ზოგადად ისაუბრა გაბრაზებულმა, ან გალანძღა ბავშვები, თუნდაც მას არ ეხებოდეს, ნერვიულობს ყველაფერზე.ძალიან მინდა შეუმსუბუქდეს ეს მდგომარეობა და დაძლიოს კომპლექსები.მე რაც შემიძლია ვაკეთებ ჩემი საუბრებით და თანდათან უკეთესობა არის, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ ამდენ განცდებში რომაა. თქვენთან ვიზიტი რა ღირს და სავარაუდოდ რამდენი შეხვედრა იქნება საჭირო, თუ შეგიძლიათ მეტ-ნაკლებად განსაზღვრა, მესმის რომ ასე წინასწარ ძნელია.გმადლობთ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 321

Trending Articles