გამარჯობა, ბატონო დავით, ჩემს სიძეს აქვს შიშები.შევეცდები ავხსნა მისი მდგომარეობა:მცირე უარყოფით ემოციაზეც კი უჩნდება შიშის განცდა, რომელსაც განსაკუთრებულად გრძნობს მუცლის არეში.სახელს ვერ არქმევს რისი შიში აქვს. ძალიან იტანჯება.ხშირად აწუხებს ცუდი ფიქრები და ამის გამო ისტრესება.ზოგადად ძალიან ემოციური და მგრძნობიარეა ბავ
შვობის ასაკიდან. გადაიღო კარდიოგრამა, ეხოსკოპია მუცლის არეში, რაიმე ორგანული დაავადება არ აქვს. დადის ნევროპათოლოგთან. ერთი თვეა უკვე სვამს სეციტას და ბოდრინს. არანაირი შედეგი არ აქვს ამ მედიკამენტებს. ხშირად აქვს დაჭიმულობა, კისრის არეში, ყურებთან.რამდენჯერმე მაღალი წნევით გახდა ცუდად, ექიმების დიაგნოზით ნევროზის შედეგად.ძალიან გთხოვთ, დაგვარიგოთ როგორ მოიქცეს, დეპრესიაში ჩავარდნილი, ფიქრობს რომ აღნიშნულ მდგომარეობას თავს ვერ დააღწევს დახმარების გარეშე. არის ნ0 წლის თუ მნიშვნელობა აქვს ასაკს. განსაკუთრებით უჭირს ზამთრის სეზონზე დილის საათებში, გაღვიძების მომენტიდან.დიდი გავლენას ახდენს ამინდის ცვლილება, რასაც წინასწარ გრძნობს, ანუ ცუდად ხდება . უძილობას არ უჩივის თუ საჭიროა ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, რას გვირჩევთ.ან თქვენი ნახვა სად შეიძლება.გმადლობთ წინასწარ.
↧
დეპრესია, შიშები
↧