მჭირდება ფსიქოთერაპევტის ან ფსიქოლოგის კონსულტაცია (ზუსტად რომლის არ ვიცი). ადამიანებთან ურთიერთობა მძაბავს, ჩემგან ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. ძირითადად ინდიფერენტული ვარ. ზოგადად არ მესმის არსებობის არსი, რადგან ვერ ვხედავ შესაბამის ღირებულებას. ანუ, ბევრად მეტის გაღება/წვალება გიწევს ვიდრე შედეგს იღებ და სუიციდი ყველაზე მარტივ, ლოგიკურ გამოსავლად მიმაჩნია. კვირაში 7 დღიდან 6 დღე ამაზე ვფიქრობ, უბრალოდ რიგი მიზეზების გამო არ ვაკეთებ, მაგრამ ეს მიზეზები კიდევ რამდენი ხანი შემომრჩება არ ვიცი. თვითრეალიზაციას პრობლემა სერიოზულ დისკომფორტს მიქმნის. მოკლედ ძაან ბევრი მიზეზი (სხვისთვის შეიძლება არასერიოზული, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი) მაქვს ერთდროულად. იქნებ მირჩიოთ ვისთან მივიდე ან ასეთ რამეს თუ მკურნალობენ საერთოდ. მადლობა
↧