ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. თუ შეიძლება კიდევ შეგეკითხებით. დაახლოებით 1 თვის წინ მივმართე ფსიქოლოგს და კარგად ამიხსნა თუ რა ხდება სხეულში მაშინ, როცა მე პანიკაში ვარ. გავაანალიზე, რომ ამ სიმპტომებით ფაქტიურად არაფერი დამემართება, თუმცა ახლა უკვე ვეღარ ვიგებ რისი მეშინია. მაინც ვშფოთავ, საშინლად მეშინია საცობების, ჩაკეტილი კარის, მატარებლის და ზოგადად ტრანსპორტის. თავიდან ფსიქოლოგმა მირჩია, რომ არანაირი წამალი არ მიმეღო და ჩემით მოვრეოდი თავს, მხოლოდ ვაგოსტაბილი დამინიშნა იმ შემთხვევაში როცა პანიკა შემიპყრობს, თუმცა დიდად არ გაამართლა ამან, ვერ ვერევი თავს მარტო. ამის შემდეგ ისევ მივმართე და ატარაქსი დამინიშნა, დღეში 1 აბს ვიღებ. რაღაც შედეგი აქვს, მაგრამ ძალიან კარგითქო რომ ვთქვა – არა. და ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, მაინტერესებს, მხოლოდ ატარაქსით შევძლებ ამ ყველაფრის დაძლევას ?? ან რამდენი ხანი შეიძლება გამოვიყენო ეს პრეპარატი და შეიძლება თუ არა ამ პრეპარატთან ერთად რამე ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება? ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გამოხმაურებისთვის. ძალიან დამაიმედეთ.
↧