გამარჯობა, ვარ 20 წლის და უკვე 6 წელია ასეთი რამ მჭირს. 2008 წლის ომის შემდეგ, იმედის არხზე იყო იმიტაცია, თითქოსდა ომი დაიწყო და შემეშინდა. ამის შემდეგ დამემართა ასეთი რამ, რომ ყველგან წასვლის მეშინია, მარტო ვერ ვჩერდები, მეშინია რო ცუდად გავხდები და რამე დამემართება და ამის გამო სახლში დარჩენას ვამჯობინებ ხოლმე. მივმართე ნევროპათოლოგს, გარკვეული ხნის მანძილზე მომიხსნა ასეთი პანიკა, თუმცა ტრანსპორტის შიში მაინც დამჩა. ცოტა ხნის წინ, გარკვეული სტრესი მივიღე და ისევ დამეწყო შიშები, თანაც უფრო მძაფრად. მირჩიეთ რა შეიძლება რომ გავაკეთო. ასე მგონია რომ ამას ვერასდროს გადავლახავ და მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიტანჯო. წინასწარ გმადლობთ.
↧