Quantcast
Channel: ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია – GeoAnswer
Viewing latest article 4
Browse Latest Browse All 321

დეპრესია/ორსულობა

$
0
0

გამარჯობა…
როგორ ცუდად ვარ ალბათ ვერ ავხსნი… ცუდად ვარ იმიტომ რომ “ცუდად” ვარ და იმიტომ რომ ამ ცუდად ყოფნამ არ ავნოს ნაყოფს. წლებია 6 წელზე მეტი სხვადასხვა დიაგნოზიტ ვმკურნალობ ფსიქასტენია სფოთვითი აშლილობა დერეალიზაცია დეპერსონალიზაცია დეპრესია ნოვროზი საბოლოოდ რა მჭირს არ ვიცი, 6 წლის მანძილზე სამჯერ მომიწია მედიკამენტების მიღება ხანმოკლე 2 თვიანი კურსით, ბოლოს ერთი წლის უკან ვიღებდი სეციტასა და კეტილეპპტს… ახლა ყველაზე საუკეტესო ეტაპია ჩემს ცხოვრებაში დავოჯახდი ერთი წლის უკან და აღარც გამხსენებია ცუდად ყოფნა ძალიან ძვირფასი მეუღლე მყავს… ორსულად ვარ 4 თვის, რამდენიმე დღის უკან რაღაც საკითხზე ღელვა მომიწია მაქსიმალურად ვცდილობდი თავი ამერიდებინა სტრესისთვის მაგრამ ვერ მოვახერხე… და იმ დღის მერე დაიწყო და დაიწყო, ღამე კანკალი სიცივე/სიცხის მონაცვლეობა ტირილი შფოთვა უძილობა მოუსვენრობა საერთოდ გათიშული ვარ აფსოლუტურად დერეალიზებული უკვე იმასაც ვეღარ ვაცნობიერებ რამხელა სიხარულს ველოდები შვილი უნდა შემეძინოს და მე ჩემი საქციელით მას რას ვუკეთებ ???!!! ვერ ვიყვან თავს ხელში მეანთან ვიყავი და ნოვორესტი დამინისნა დილა საღამოს ჯერ არ მიმიღია მგონია ჩემ შვილს რამეს ავნებს ვერც ვერავის ვუყვები ცემს განცდებს არ ვიცი ოჯახის წევრები როგორ მიიღებენ იმას რომ მე წლების უკანაც მაწუხებდა ეს პრობლემა, ვიცი ყველა განმიკითხავს რომ ორსული როგორ ვერ ვაკონტროლებ თავს როგორ არ ვუფრთხილდები პატარა არსებას. მესინია რომ ფსიქოტროპული წამლების დალევა მომიწევს და ჩემს შვილს რამე მოუვა, ეხლაც ვცახცახებ, არ ვიცი რა იქნება…. ძალიან მინდა ჯანმრთელი შვილის ჯანმრტელი დედა ვიყო, მე კიდევ ჯანდაბას ოღონდ ეს ორსულობა მშვიდად როგორღაც გავიდეს და ცემი შვილი ჯანმრთელი დაიბადოს და მე მერე რა მომივა როგორ ვიქნები არ ვჩივი…. რა გავაკეტო? გადამივლის ვითომ მეოთხე დღეა და ისევ ისე კანკალში და უძილოდ ვარ უზილობა დეპერსონალიზაციას უფრო მიმძაფრებს:(


Viewing latest article 4
Browse Latest Browse All 321

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>