გამარჯობა, ვარ 46 წლის. ორი წელია ნელ-ნელა დამეწყო ნერვოზული ჩივილები, ნერვოპათოლოგმა დამისვა დიაგნოზი – სომატომორფული აშლილობა, პრემენსტრუალური/პრეკლიმაქსური სინდრომი. ერთი წლის განმავლობაში ვსვამდი ლექსოტანს, რივოტრილს და სხვა, როგორც ნერვოპათოლოგის, ისე გინეკოლოგის დანიშნულ წამლებს (ჰორმონალური პრეპარატები არ მიმიღია). სასურველი შედეგი არ იყო. შემდეგ ეტაპზე გადავწყვიტე სუჯუკ და ფსიქოთერაპიით მკურნალობა. 10-15 სეანსის მერე პრობლემები მომეხსნა. გავიდა ოთხი თვე და ჩივილები ისევ დამეწყო. რამდენიმე დღეა მაქვს სპაზმური შეტევები, მიბუჟდება კიდურები – ხელები და ფეხები, ვგრძნობ სისუსტეს, ყურში მაქვს გუგუნი. თუ შეიძლება მითხრათ, არის თუ არა ამის განკურნების გზა და რაიმე საშუალება. წინასწარ დიდი მადლობა.
↧