Quantcast
Viewing all articles
Browse latest Browse all 321

დაბალი სიცხე, ნერვოზი

მოგესალმებით,

ვარ 23 წლის. აქამდე არაფერს შევუწუხებივარ. თუმცა, ერთი თვის წინ დამემართა სპონტანური პნევმოთორაქსი. მარჯვენა ფილტვის მცირე ნაწილი ჩაფუშული მქონდა. ექიმმა ჩათვალა რომ სიტუაცია საგანგაშო არ იყო და დრენაჟს არ საჭიროებდა. დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგად ჰაერი ფილტვებიდან გავიდა. მკურნალობის პროცესში რენდგენთან ერთად გადავიღე კომპიუტერი, კომპიუტერზე გამოჩნდა რომ პნევმოთორაქსი გამოწვეული იყო კისტის გასკდომით, რომელიც მარჯვენა ფილტვზე მქონდა. ასევე, ერთი კისტა აღმომაჩნდა მარცხენა ფილტვზეც. ექიმმა დამამშვიდა და მითხრა რომ ეს საგანგაშო არ არის თუ კიდევ არ გასკდა. მას შემდეგ რაც ფილტვში ჰაერი აღარ არის (დაახლოებით 2-3 კვირაა) მაინც მაქვს დაბალი სიცხეები. დღის განმავლობაში მაქვს ნორმალური ტემპერატურა, თუმცა ზოგჯერ დღის განმავლობაში ერთხელ ამდის 37-მდე ხან 37.2-მდე. ზოგჯერ გავა 2-3 დღე და სიცხე არ მაქვს. ანტიბიოტიკების მიღების შედეგად დამემართა დისბაქტერიოზიც, რაზეც ასევე ვმკურნალობ. ანალიზებში (სისხლის საერთო, შარდი, შაქარი) განსაკუთრებული ცვლილება არ მაქვს. ჩემი მთავარი პრობლემა არის ნერვიულობა, შიში და დაღლილობა. ძალიან მეშინია სიცხეების, ყურადღებას ვაქცევ ნებისმიერ არასასიამოვნო შეგრძნებას მუცლის ღრუში. მგონია, რომ რაღაც სერიოზული მჭირს და ექიმები ვერ იგებენ. ადვილად ვიღლები, ძალიან უცებ მეცვლება ხასიათი და მაწუხებს საშინელი აზრები, ვატარებ ექსპერიმენტებს: ღრმად ვსუნთქავ და ვუკვირდები, რამეს ხომ არ ვიგრძნობ ფილტვში. ზოგჯერ მგონია რომ მარჯვენა ფილტვით ვერ ვსუთქავ (თუმცა, მერე ვხვდები რომ ვაზვიადებ). ცხვირი მეჭედება (წავიკითხე რომ ანთების საწინააღმდეგო წამლებმა იცის), 3-4-ჯერ ღამე გამაღვიძა მარჯვენა ხელის დაბუჟებამ, ერთხელ გამეღვძა საშინელი თავის ტკივილით, თავის მარცხენა მხარე მქონდა დაბუჟებული. ვეცნობი უამრავ მასალას სხვადასხვა ავადმყოფობის შესახებ (სიმსივნე, ტუბერკულიოზი), ზოგჯერ მინდა რომ ვიტირო, რომ ვიტირებ მერე ცოტა ვმშვიდდები. ორი კვირა ვსვამდი დამამშვიდებელს, რომელმაც ცოტა მიშველა და ღამე კოშმარები აღარ მესიზმრება. გთხოვთ, მირჩიეთ რამე, როგორ ფიქრობთ, ის სიმპტომები რაც ჩამოვთვალე შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე სერიოზული ავადმყოფობით თუ ნერვოზით? წინასწარ გიხდით მადლობას.


Viewing all articles
Browse latest Browse all 321

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>