Quantcast
Channel: ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 321

დაბალი სიცხე

$
0
0

გამარჯობათ,დაახლოებით 2 თვეა რაც მაქვს დაბალი სიცხეები37-37.3.შუადღიდან მიწევს და საღამოს 9 სთ-მდე მაქვს.თითქმის ვერ ვგრძნობ,ასე რომ არ გამოვრიცხავ მანამდეც მქონოდა.ვიყავი 3 ექიმთან და მეუბნებიან რომ მაქვს ნერვოზი.მაგრამ მაინც ეჭვის თვალით ვუყურებ ამ დიაგნოზს,(ამასაც ნერვოზს აბრალებენ)სინამდვილეში სულ ვარ გაღიზიანებული,2 წელია ნორმალურად არ მძინებია(2 წლის ძალიან ცელქ ბავშვს ვზრდი)ვარ ძალიან გადაღლილი.ამას გარდა მაქვს პატარა გლანდები,რომელიც სავსეა საცობებით,ექიმმს ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია რადგანაც ანტისტრეპტოლიზინი მქონდა 55 მხოლოდ,თუმცა მე როგორც მოვიძიე შესაძლებელია ასეთი დაბალი ტიტრის პირობებშიც იყოს ქრონიკული ტონზილიტი.ამას გარდა ტსჰ მაქვს 0.9.შეიძლება ჰიპერთირეოზი დავარქვათ ამას და ეს იწვევდეს სიცხეს?სისხლის ანალიზის შედეგები ნორმალურია ანთების ნიშნები არ ჩანს.ლეიკოციტები 6,ხოლო ედს 5-ია.თუმცა ამ ანალიზის გაკეთებამდე ერთი კვირით ადრე დავამთავრე ანტიბიოტიკ ერითრომიცინის 4 დღიანი კურსი(სულ 12 აბი),მაინტერესებს ამ წამალს შეეძლო თუ არა ესე მალე შეემცირებინა ძალიან ეს მაჩვენებლები.ფილტვებში არაფერი არ ისმინება.გარდა ამისა მაქვს ყურების ყრუ ტკივილი ხანადახან და მიგუბდებოდა ხოლმე.ახლა გამიარა,წამალი გამომიწერა ქრონიკული რინიტის.ამას გარდა მაქვს ყელის და კისრის არეში დისკომფორტი.ისეთი შეგრძნება თითქოს ვიხრჩობი.მაქვს დაჭიმულობის შეგრძნება ყბის ქვეშ და კისერში ასევე ყურების უკან.დიდი ბოდიში ამხელა შეკითხვისთვის,მინდოდა ნათლად გამომეხატა ჩემი ჩივილები.მინდა სხვა ექიმის აზრიც გავიგო რომ საბოლოოდ დავწყნარდე თორემ ამდენ შიშს და ნერვიულობას ვეღარ ვუძლებ.წინასწარ დიდი მადლობა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 321

Trending Articles