Quantcast
Channel: ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 321

შესაძლებელია ჩემი ფობიების მოხსნა?

$
0
0

გამარჯობა. მინდა ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს, მოკლედ, კომპეტენტურ ადამიანს ამ პრობლემაში, დავუსვა კითხვა ჩემი მდგომარეობის შესახებ. ცოტას წარსულის შესახებ გეტყვით, რადგან ვთვლი, აუცილებელია, რომ დაგანახოთ რა მაინტერესებს. 3-4 წლის წინ დამეწყო ცუდი შეგრძნებები, მაგალითად, კომპიუტერთან ვიჯექი მახსოვს და ამიჩქარდა გული, ჰაერი არ მყოფნიდა, ვფიქრობდი, ეხლა რომ სუნთქვა შემეკრას, ვგრძნობდი, თითქოს ცხვირის ძვალი ზემოთ იწეოდა და ფრიალებდა, შიში სიკვდილისა უფრო მძაფრდებოდა და შედეგად კი იძულებული ვიყავი ავმდგარიყავი და სხვა რამე გამეკეთებინა. ეს არაერთხელ მოხდა, თუმცა არასდროს მივსულვარ უფრო ცუდ (კლინიკურად ცუდ) შედეგამდე, თუმცა ეს განცდები ძალიან საშინელია. გაგრძელდა რამდენიმე კვირა და გადავწყვიტე ნევროლოგთან მისვლა, წინა ღამეს განსაკუთრებით ცუდად ვიყავი, ფობიები მქონდა, ვაი თუ ხვალემდე ვერ მოვითმინო-მეთქი. მან 2 პრეპარატი დამინიშნა და 2 დღეში კარგად ვიყავი, რამდენიმე კვირის შემდეგ მივატოვე მკურნალობა, მეგონა უკვე კარგად ვიყავი. სხვათაშორის დაახლოებით 2 წელი არ მქონია მსგავსი შეტევები, აი შემდეგ კი დაიწყო, ანუ დაახლოებით 1 წლის წინ. დაიწყო და უფრო რთულად, მეგონა, ცუდად გავხდებოდი, გული წამივიდოდა, სასწრაფო ვერ მომისწრებდა, რამდენჯერმე სასწრაფოც დამჭირდა, დიაზეპამით მიხსნიდნენ, ხელები მეკრუნჩხებოდა (მეანის მტევანი), ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ტრემორი, და საშინელი შიში. სასწრაფოს მე ვიძახებდი ყოველთვის. ამან სამსახურსაც ჩამომაშორა (სასწრაფო დახმარება), უნივერსიტეტსაც და მეგობრებსაც. გდავწყვიტე კვლავ ნევროლოგთან მისვლა, სხვასთან მივედი და მანაც მკურნალობა დამინიშნა, სამწუხაროდ რამდენიმე დღეში მკურნალობა შევწყვიტე, რადგან კარგად ვიგრძენი თავი. თუმცა უარესაც გავხდი ისევ რამდენიმე დღეში და კვლავ გადავწყვიტე კონსულტაცია, მან კი კლინიკაშI “მენტალვიტა” გამაგზავნა, სადაც 10 დღე ვიწექი. დიაგნოზი: დეპრესია, ნევრასთენია, ისტერიული გულყრები. ეს ის პერიოდი იყო, როცა მეტროდან ამოვდიოდი, ქუჩაში სიარულის შიში მქონდა, ქალაქიდან გასვლის. კლინიკიდან გამოწერისას მკურნალობა დამენიშნა, შემდგომი კონსულტაციები და ფსიქოთერაპევტის კონსულტაციები, 2-ჯერ ვიყავი სულ ფსიქოთერაპევტთან, მერე არ მივსულვარ, რადგან ეჭვი მეპარება, რომ ეს ფობიები დაძლევადია. პრეპარატი “ლორაფენი” ჩემი მშველელია, რადგან უკიდურესი მდგომარეობიდან გამოვყავარ, მდგომარეობიდან როდესაც მგონია, რომ ბოლო წამია და მაყენებს არაჩვეულებრივ გუნება-განწყობილებაზე. ადრინდელთან შედარებით თითქმის არაფერია დღევანდელი მდგომარეობა, უნივერსიტეტს და მეგობრებს დავუბრუნდი, სასწრაფოშიც რამდენჯერმე ვიმორიგევე, სოციალურად არააქტიური უკვე აქტიური გავხდი, თუმცა მაინც მაქვს მსგავსი შეტევები. ამ ზაფხულს წამალი თვენახევარი საერთოდ არ დამჭირვებია და ლარგად ვიყავი. ეს განცდები მძაფრდება იმ სიტუაციისას, რომელიც დამაკავებს გარკვეული დროის განმავლობაში. მაგალითად: სალონში თმის შესაჭრელად შესვლა, ამ დროს ცუდად ვხდები და მეშინია, რადგან ეს პროცესი, რისთვისაც შევდივარ სალონში მოითხოვს დამაკავოს რამდენიმე წუთით, ანუ მანამ სტილისტი თმას არ შემჭრის, ამ დროს ვფიქრობ, მე არ ვარ თავისუფალი, ანუ ცუდად რომ გავხდე, შევრცხვები ამათთან, და ეს აუცილებლად მოხდება, რადგან სალონს ვერ დავტოვებ რადგან თმის შეჭრას დრო უნდა, მაგრამ არ გავხდები ცუდად თუ ვარ მღაზიაში და ვათვალიერებ, რადგან თუ ცუდად ვიგრძნობ ტავს, შემიძLია გამოვიდე მაღაზიიდან და ვერავინაც ვერ გაიგებს რომ ცუდად ვიგრძენი თავი ან ცუდად გავხდი. ცუდად ვხდებოდი (უფრო ადრე)მეგობრებთნ ერთად კაფეში ჯდომისას, რადგან თუ ცუდად გავხდებოდი, აუცილებლად გაიგებდნენ ასე ვფიქრობდი, რადგან გარკვეული დრო ხომ უნდა გავატარო მათთან, და ცუდად გახდომისას უცებ ვერ გავეცლებოდი.
შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: ხვალ მე ვიწყებ სხვა ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციებს, პირველი ხვალ იქნება, არის თუ არა შესაძლებელი ასეთი ფობიების მოხსნა? (ვიცი, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელი ვარ), თითქოს ვფიქრობ, არ შეუძლიათ ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და ფსიქოთერაპევტებს ამისი მოხსნა, რადგან მე განსაკუთრებული შემთხვევა ვარ. თითქოს არ მჯერა. მადლობა წინასწარ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 321


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>