გამარჯობათ.ვარ 54 წლის,მაქვს ასეთი პრობლემა,2-3 დღეში ერთხელ რამდენიმე საათით ვხდები ცუდათ,ცუდათ ყოფნა გამოიხატება იმაში რომ მეთიშება გონება(გულის წასვლა არა)მელაპარაკებიან მაგრამ მე იქ არ ვარ,თითქმის ვერ ვაზროვნებ,მავიწყდება იმ წუთას რა მინდოდა ან რა უნდა მეთქვა(ამ დროს წარსული ყოველთვის მახსოვს)მებმევა ენა და მიჭირს საუბარი,ვიბნევი და ვერაფერს ვპოულობ ამიტომ ვცდილობ სულ ვიწვე,ამას ჩემს გარეშემყოფებიც რომ არნიშნავენ უფრო ვნერვიულობ.მეთიშება გონება და მეხსიერება.ვგრძნობ ამ დროს რომ თავში ყველაპერი წესრიგში არ მაქვს.20 წლის წინ დამემართა გაიმორიტი,ამდენივე დროა სულ ვსვავ ტკივილგამაყუჩებლებს თავის ტკივილზე,ასევე რამდენჯერმე მაქვს ჩაბერვით ჩირქი გამორებული შუბლიდან,არანაირი სტრესი და ნერვიულობა არ გადამიტანია.ნევროპათოლოგმა დამინიშნა შემდეგი:რონოციტი,პლეტოზი,ვობილონი,მედივიტანი-ამ მკურნალობის შემდეგ 3-4 თვე ყველაპერი კარგად იყო მაგრამ მერე ისევ ისე დამემართა.გთხოვთ რჩევას,ვის მივმართო,რა შეიძლება იყოს ეს,და რა გამოკვლევა უნდა გავიკეთო თავზე(რა ქვია ამ გამოკვლევას)მინდა თავში რამის არსებობა გამოვრიცხო და ამ პასუხით მივიდე შემდეგ ექიმთან,არის თუ არა ამის საჭიროება ჩემს შემთხვევასჰი და თუ არის რა ქვია ამ გამოკვლევას…დიდი მადლობა…
↧