სოციალური პროგრამით უკვე ერთი თვეა შვილობილობაში მყავს 13 წლის გოგონა, რომელიც სკოლაში მივიდა 9 წლის ასაკში, მაგრამ სკოლას ძირითადად აცდენდა. ახლა უნდა მივიდეს მეოთხე კლასში, გონებრივად არის ნორმალური, ყველა კითხვაზე აქვს ადექვატური პასუხი, აქვს კარგი მეხსიერება (ფილმები, ტელეგადაცემები, მოვლენები, ჭორები). პრობლემა აქვს სწავლის, ანბანის ყველა ასოს ცნობს, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხოს ასო-ასო, სიტყვას მაინც ვერ ხვდება. თუ არსებობს რაიმე ვიტამინი ან მედიკამენტი, ან რაიმე მეთოდი ბავშვის გამოსაწორებლად. აღსანიშნავია, რომ ბავშვის დედა არის ფსიქიურად დაავადებული (არა გენეტიკური, ბავშობაში გადატანილი მენინგიტის შემდეგ) მამა ქრონიკული ალკოჰოლიკი.
↧