მოგესალმებით. ვარ 18 წლის. ძალიან ხშირად ვარ აგრესიულ მდგომარეობაში, აპათიას განვიცდი საკუთარი თავის მიმართ. მაღიზიანებს, როცა დახველების, დაცემინების დროს პირზე ხელს არ იფარებენ. ასევე საშინლად მაღიზიანებს და მაშინვე ხასიათს მიფუჩებს, როცა ხმაურიანად ჭამენ და ლაპარაკის დროს ახლოს მოდიან ჩემთან. საერთოდ ვიცი, რომ ცუდი ხასიათი მაქვს, დროთაგანმავლობაში სულ მეორდება და მეორდება ჩემი დეპრესია, ასე იყო ადრეც.მტანჯავს პირველ რიგში ის, რომ ძალიან გაუბედავი ვარ, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენ, ყოველთვის მეტყობა ზედმეტად ემოციურობა, მიტყდება კანკალი, შფოთვა, შედეგად კი ვიბნევი. მეტისმეტად დაბნევა ვიცი.. ამას განვიცდი და სულ დაძაბული ვარ. არის პერიოდი, როცა თავს კარგად ვგრძნობ ხოლმე, მაგრამ ეს დროებითია… არ ვიცი რატო, მაგრამ ოჯახის გარდა ვცდილობ არავისთან ვიურტიერთო. ხშირად ადამიანების მიმართ ზიზგს ვგრძნობ და მარტო ყოფნა მინდება.ჩემი საქციელით ოჯახის წევრებზე ცუდად ვმოქმედებ. მაქვს უძილობა დაახლოებით 2 თვეა, კონცენტრაციის უნარი დავკარგე და მეხსიერებაც აშკარად დამიქვეითდა.მარტო ყოფნა მინდა, მაგრამ ზოგჯერ მგონია სულ მარტო დავრჩები მეთქი და ეს მაშინებს. ჩემდაუნებურად ასეთი ვარ, მეშველება რამე? მირჩიეთ რამე. წინასწარ დიდი მადლობა.
↧