Quantcast
Viewing all articles
Browse latest Browse all 321

ურთიერთობის შიში და ქრონიკული დეპრესია

მოგესალმებით. ვარ 31 წლის. როგორც დავადგინე საკუთარ თავზე დაკვირვებით მაქვს არაადექვატური შფოთვები ადამიანთან ურთიერთობის დაწყებისას, ეს ვლინდება თითქმის ყველა ადამიანთან ურთიერთობისას. ძალიან დიდ დისკომფორტს და სტრესს მიქმნის ცხოვრებაში, თუ არ ვიტყვით იმასაც რომ ამის გამო ფაქტიურად არ მყავს მეგობრები. მარტივი მაგალითი არის უბრალო მისალმება სამსახურში, რომლის დროსაც სტრესულ შემოტევას განვიცდი. ვფიქრობ ბავშვობიდან მაქვს არასაკმარისი უნარები ურთიერთობის თავისუფლად გამართვისა და შემდეგ შიში რომ არ გამომივა. ეს უკვე ძალიან ღრმად ზის და ვერ ვერევი. ამ ყველაფრის გამო უკვე საერთოდ არაფერი არ მახარებს ცხოვრებაში, არც სამსახური რომელიც არანორმალურად მიყვარდა. მირჩიეთ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, ან გამოცდილი ფსიქოთერაპევტი ასეთ საკითხში. წინასწარ მადლობა!


Viewing all articles
Browse latest Browse all 321

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>