მოგესალმებით. მაქვს ჰაერის უკმარისობა, გახშირებული გულისცემა, შეგრძნება თითქოს გული დამძიმებული მქონდეს და ორგანიზმში საერთო სისუსტეს ვგრძნობ აღნიშნული მიზეზების გამო. გაკეთებული მაქვს გულის, ფილტვებისა და ფარისებრი ჯირყვლის გამოკვლევები, დარღვევები არ აღმომაჩნდა. შემდეგ ვმკურნალობდი ნერვოლოგიურში, ბატომ რომა შაქარაშვილთან 1 წელი. ბოლოს მან გამაგზავნა ერთ-ერთ ფსიქიატრთან, რომელმაც მითხრა, რომ ეს ნერვოზის ბრალი იყო. გავიარე მკურნალობის კურსი, მაგრამ აღნიშნული სიმპტომები ისევ მაწუხებს. გთხოვთ, მირჩიოთ როგორ მოვიქცე, ან საერთოდ მოგვარებადია თუ არა ეს პრობლემა?
↧