გამარჯობა, ვარ 16 წლლის უკვე წელიწად ნახევარია რაც ამ საშინელ ქაოსში ვარ. ბავშობიდან არასდროს არ მაწუხებდა ზედმეტი წონა მაგრამ გარდატეხის ასაკში მეტაბოლიზმი ისეთი აღარ მქონდა როგორიც ადრე უკვე წონაში მატებასაც ვუჩიოდი. შემდეგ დავიწყე სწორი კვება,დიეტები მაგრამ შედეგს ნელ-ნელა ვხედავდი. გამოსავალი კი ბულიმიაში აღმოვაჩინე უკვე შემეძლო მეჭამა რამდენიც მინდოდა და პარალელურად წონაშიც დამეკლო 61 კილოდან 52 კილომდე ჩამოვედი. 6 თვის შემდეგ დედაჩემს მოვუყევი ყველაფერი და ამის შემდეგ უფრო გართულდა მდგომარეობა, ყველაფრის კონტროლს ცდილობდა საპირფარეშოშიც კი დამყვებოდა ამან ჩემს ფსიქიკაზე იქონია ზეგავლენა რამდენიმე დღის წინ ვენების გადაჭრა ვცადე, ასევე თვითდაზიანებესაც ვიყენებდი, წონაც უკონტროლო გახდა და 59 კილოს დავუბრუნდი. აღარ შემიძლება ასეთ მდგომარეობაში დეპრესიაში, უხასიათობაში, წონის მომატების შიშში ცხოვრება დახმარება მჭირდება, არვიცი როგორ გამოვძვრე ამ მდგომარეობიდან.
↧