გამარჯობა 18წლის ვარ. პატარაობაში გამხდარი ვიყავი შემდეგ 6 7წლის ასაკში დავიწყე წონაში მატება გავსუქდი და ვეღარ მოვახერხე დაკლება. ჭარბი წონა ძალიან მაწუხებდა და მთრგუნავდა ვცდილობდი სხვადასხვა დიეტებს ყველაფერს რასაცკი ყურს მოვკრავდი თუმცა შედეგი ძალიან ნელი ან საერთოდ არ იყო. სრული შიმშილიც ვცადე 1კვირა პერიოდულად არ ვჭამდი წონაში სწრაფად და კარგად ვიკლებდი თუმცა ჭამას ვიწყებდი თუ არაისევვიმატებდი და მივაგენი შესანიშნავ საშუალებას საჭმელსაც ვჭამდი და წონაშიც ვიკლებდი . თავიდან ვფიქრობდი სასურველ წონას მივაღწევ და გავჩერდებითქო მაგრამ დაკლებულ კილოგრამენთან ერთად სასურველლი წონაც მცირდებოდა და უფრო და უფრო მეტის დაკლება მინდოდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა შემდეგ კი მივხვდი რო საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე მადა გამიცხოველდა და საჭმლის გარდა არაფერზე ვფიქრობდი. გარშემომყოფები აღფრთოვანებული იყვნენ ჩემი შედეგით 85კგდან 50კგზე ჩამოვედი მათი აღფრთოვანების შემხედვარე მეც ვამაყობდი ჩემი თავით თუმცა მაინც არ ვიყავი ჩემი სხეულით კმაყოფილი რათქმაუნდა არავინ იცოდა როგორ მივაღწიე მსგავს შედეგს უბრალოდ ვეუბნებოდი ვშიმშილობთქო ხო არ ვეტყოდი ვჭამ და გულს ვირევთქო საშინლად მრცხვენოდა ამის გამო საკუთარი თავის.თავიდეან დიდად არ მაწუხებდა მაგრამ დროთა განმავლობაში ვგრძნობდი რომ ფსიქიკა დამიზიანდა.პატარაობაში ძალიან ემოციური ვიყავი ყველაფერს საჭიროზე მეტადაც განვიცდი სიხარულითაც ძალიან მიხაროდა და წყენნითაც ძალიან მწყინდა შმდეგ კი თითქოს ემოციურად გამოვიფიტე თითქმის ვეღარაფერს განვიცდიდი ძალიან იშვიათად რამე ემოცია მეგრძნო ისიც უმნიშვნელო, ხასიათი ძალიან შემეცვალა ყველაფერი მაღიზიანებდა, ცვალებადი გავხდი ერთ წუთს ვიცინოდი თითქოს კარგ ხასიათზე ვიყავი მეორე წამსკი ისე რომ არაფერი ხდებოდა რაც ხასიათს შემიცვლიდა საშინლად გაღიზიანებული ვიყავი ვჩხუბობდი და უაზროდ ვტიროდი. მაგრამ ყველაზე მეტად ჩემმ პრობლემამ მაშინ შემაწუხა როდესაც ოჯახის წევრებთან ურთიერთობა საშინლად დამეძაბა თითქმის ყველა მეგობარი დავკარგე ყველა ვინც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ყველას ზიანს ვაყენედი თავს საშინლად ვგრძნობდი თავის მოკვლაზეც არაერთხელ მიფიქრია ეხლა კი არ მინდა ის ადამიანებიც დავკარგო ვინც შემომმრჩნენ და ჩემს გვერდით არიან მინდა ოჯახთანაც გამოვასწორო ურთიერთობა. წელიწადზე მეტია ნორმალურად არ მიჭამია უკვე სიამოვნებასაც ვეღარ ვიღებ ჭAმით ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებ არ ვიცი თავს რა ვუშველო. მშობლები მთხოვენ ექიმთან წავიდეთო მაგრამ საშინელი შიში მაქვს რომ ნორმალურად თუ დავიწყებ კვებას ისევ გავსუქდები ისევ დავმახინჯდები არ ვიცი რა გავაკეთო უკვე ვხვდები რომ სასწრაფოდ მჭირდბა დახმარება.
↧