ექიმო მინდა მოგიყვეთ ჩემი მეუღლის შესახებ და გთხოვთ მირჩიოთ რა გავაკეთო, ან რა დიაგნოზი დაესმის მას:
არის ფიცხი, მალე ბრაზდება და გაბრაზებულზე შეიძლება რაღაც დაამტრვრიოს, არ უყვარს შენიშნვები და დარიგება ამ დროს ან ძალიან ღიზიანდება ან საერთოდ არ გისმენს. იქცევა სრულიად არა ადეკვატურად, მისი რეაქციები არ შეესაბამება იმ სინამდვილეს რაც არის, ანუ უჭირს რეალობის აღექმა. აქვს მანიაკალური აკვიატება ერთ ადამიანზე (ყოფილ საყვარელზე) და გამუდმებით აშანტაჟებს. არ აზროვნებს ლოგიკურად, ყველაზე ტრაგიკულ და სერიოზულ სიტუაციაში შეუძლია დაიწყოს ხუმრობა და შაყირი, ყველაზე მტკივნეული საკითხი შეიძლება გახადოს საღადაო. როცა რაგაც თემაზე ლაპარაკი არ აწყობს გადააქვს საუბარი სრულიად უაზრო და შეუსაბამო თემებზე. ერთ წუთას შეიზლება გაამწაროს ადამიანი, ატიროს, უთხრას საშინელი რაღაცეები და უცებ ვითომც აქ არაფერი დაუწყოს ფერება და რაღაც საყოფაცხოვრებო თემებზე საუბარი. (იყო ალკოგოლდამოკიდებული, ბოლო დროს კი გადაბმულად სვავდა თვეების მანძილზე,მოყვა ავარიაში, თავი არ დაურტყამს მაგრამ მანქანა ორჯერ ამოუბრუნდა და დიდი შერყევა მიიღო, თავზე სურატი რომ გადავუღეთ სურათში არაფერი არ ქონდა. ავარიის მერე გააგრძელა სმა და ძალიან ურევდა, მივიყვანეთ ფსიქიატრთან და დაუნიშნა წამლები, წამლებთან ერთად აგრძელებდა ალკოგოლის მიღებას, მერე გახდა ცუდად და სასმელზე ალერგიას აძლევდა, უკვე 8 თვეა აღარა სვავს, ცოტა დამშვიდდა, თითქოს შეიცვალა, მაგრამ დრო და დრო ურევს, აგრძელებს ყოფილი საყვალლის შანტაჟს, არა და ცოლი ძალიან უყვარს და ცოცხალი თავით არ უნდა ოჯახის დაკარგვა), მიუხედავდ დიდი ხელშეწყობისა ცოლის მხრიდან (მხოლოდ დაყვავებული საუბარი, მზრუნველობა, სითბო სიყვარული და სხვა არაფერი) ის მაინც ვერ თავისუფლდება აკვიატებული აზრებისგან, ისევ აგრძელებს, მაგრამ უფრო დიდი ინტერვალების შემდეგ ყოფილი საყვალისადმი მუქარის მესიჯების გზავნას. გთხოვთ მითხრათ როგორ მოვიქცე.
↧
კითხვა ფსიქიატრს
↧