Quantcast
Channel: ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 321

მეხსიერების პრობლემა

$
0
0

გამარჯობა. ვალ 20 წლის. ბავშვობიდან მაწუხებს მეხსიერების პრობლემა. მიჭირს კონცენტრაციის მოხდენა. მაგალითად, როცა გაკვეთილის სწავლას დავიწყებდი ძალიან მიჭირდა მისი დამახსოვრება და მერე სულ ვტიროდი. ცოტა რომ წამოვიზარდე 5-6 კლასში მაშინაც მქონდა მსგავსი პრობლემა მაგრამ თავს ძალას ვატანდი და ვსწავლობდი ოღონდ მჭირდებოდა დიდი დრო გაკვეთილის დასამახსოვრებლად. ახლა სტუდენტი ვარ და ისევ მიჭირს დამახსოვრება და კონცენტრაცია. მავიწყდება ელემენტარული რაღაცეები, მაგალითად პაროლი,რომლის დაწერაც ბევრჯერ მიხდება დღეში მაინც მავიწყდება 2-3 ჯერ მაინც.ხდება ისეც რომ მარჯვენა-მარცხენა მხარის გასარცევად უნდა დავფიქრდე. რაღაც ასეთი მჭირს. რაც თავის მახსოვს სულ სტრესის ქვეშ ვიზრდებოდი. მამას ცუდი სიმთვრალე აქვს და ხშირად ხდებოდა ჩხუბი ჩემს მშობლებს შორის. მახსოვს რამდენჯერმე ფიზიკური შეურაწყობაც მიუყენებია დედასთვის ჩემ თვალწინ და არც ერთს არ ქონია იმის ფიქრიც კი რომ ეს ჩემზე ცუდად მოქმედებდა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ მე იმ ტკივილს რომელსაც ეს ყველაფერი მაყენებდა. დედას ნევროზი აქვს, სევდიანია. მისი დედაც ავად იყო, ფსიქიატრიულში მკურნალობდა..შეიძლება აქედან ერთ-ერთი მიზეზი მაინც უკავშირდებოდეს ჩემ პრობლემას?? ზოგადად მეც ძალიან ცვალებადი ვარ. სიამოვნებისა და სიხარულის შეგრძნება დამიქვეითდა. მეზარება თავის მოვლა, ახალი ტანსაცმლის ყიდვა. წონაში მოვიმატე. 7-6 წლიდან ხელის თითებს ვიწვალებ კანს ვიცლი რაც ძალიან მტკივნეულია.რაც მემატებოდა ასაკი მით მოვუმატე თითების რაოდენობასაც და ამის უფრო მტკივნეულად გაკეთებასაც. რა მჭირს?!.. დამეხმარეთ..


Viewing all articles
Browse latest Browse all 321

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>