გამარჯობათ!
ვარ 19 წლის 2 თვეა რაც დამეწყო შიშები. სულ რაღაც პრობლემა მაქვს. ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, გულის ტკივილი ყოველდღე ახალი შიში მაქვს სულ მგონია რომ ან გული წამივა ან მოვკვდები. ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზსს ვერ ვხდები არ მქონია განსაკუთრებული სტრესი რომ ეს დამმართნოდა, არც რთული ცხოვრება პირიქით შეზღუდვა არ მქონია არასდროს არაფერში და არც ხშირი ჩხუბი ახლობლებთან. 3ჯერ დამემართა პანიკური შეტევა 2ჯერ მსუბუქი ნერვიულობისგან და 1ხელ სრულიად უმიზეზოდ. ჩავიტარე ყველანაირი გამოკვლევა არაფერი არ მჭირს. ექიმმა დამინიშნა “რელაქსი”, შემდეგ მეგონა რომ არ მიშველა გადავედი “ვამელანზე” ეხლა ისევ “რელაქსს” ვსვამ დღეში 2ჯერ. 1 თვე გავიდა, რაც წამალს ვსვამ, მაგრამ შედეგი არ მაქვს. ვიცი, რომ თავი უნდა ავიყვანო ხელში. მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყურადღება გადავიტანო სხვა რამეზე. მეგობრებთან ყოფნის დროსაც ვფიქრობ ცუდად არ გავხდე. ყავას აღარ ვსვამ, არც ალკოჰოლს, სიგარეტის კვამლზეც კი გავდივარ ოთახიდან მგონია რო რამეს მავნებს.უკვე ვფიქრობ რომ ამდენი უაზრო ნერვიულობისგან მართლა რამე არ დამემართოსს. რა შეიძლება გავაკეთო? გავაგრძელო ამ წამლების სმა? და მაინტერესებს აუცილებელია თუ არა ფსიქოთერაპია?
↧
მირჩიეთ რამე
↧