გამარჯობათ, ვარ 22 წლის გოგო. 4 წლის წინ დამეწყო ნევროზი რაზეც ვიმკურნალე ანტიდეპრესანტებით და ამ მხრივ პრობლემებიც მომეხსნა. მაგრამ 2 წლის წინ დამეწყო საშინელი შეკრულობა რასაც ვაბრალებდი ანტიდეპრესანტს, ვიმკურნალე ბევრ ექიმთან მაგრამ შედეგი არ მქონდა, შემდეგ დამიდგინეს რომ მსხვილი ნაწლავი მქონდა ძალიან დაგრძელებული და დიდი მარყუჟებით, უკვე არანაირი საშუალება აღარ მშველოდა და სასწრაფოდ გამიკეთდა ოპერაცია მსხვილ ნაწლავზე, პატრა ნაწილი დატოვეს მხოლოდ. ოპერაციიდან 3 კვირა თავს კარგად ვგრძნობდი თუმცა შემდეგ ისევ დამეწყო შეკრულობა.გამოკვლეული მაქვს ყველაფერი და ჯანმრთელი ვარ, მაგრამ უკვე ისე გავწამდი აღარ მგონია რამე თუ მეშველება. ექიმები მეუბნებიან ნევროზულიაო და საერთოდ ჩემი სიმპტომები ყველაფრით ემთხვევა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს.მაინტერესებს ფსიქოთერაპიით თუ შეიძლება ჩემი დახმარება და რამდენად ეფექტური იქნება? მადლობთ წინასწარ
↧