Quantcast
Channel: ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 321

ნერვოზი

$
0
0

გამარჯობა, ვარ 18 წლის. ბავშვობაში მახასიათებდნენ როგორც მგრძნობიარე ადამიანს, როცა წამოვიზარდე დამეწყო რაღაც შიშები, სულ მეგონა რომელიმე ჩემს საყვარელ ადამიანს დაემართებოდა რამე ცუდი. ახლა ყველაფერი ჩემ თავზე გადმოვიდა. სულ დაძაბული მაქვს, თითქოს არაფერს არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, ხანდახან ხელიც მიკანკალებს(გამიგია ნერვოზის ბრალიაო). ინტერნეტში ვეძებდი ნერვოზის სიმპტომებს, ბევრი რამ დაემთხვა მაგრამ მაინც შეშინებული ვარ. ვცდილობ ხოლმე თავი ხელში ავიყვანო, მიუხედავად იმისა რომ მშვიდი ვარ, უმნიშვნელო რამემაც კი შეიძლება მდგომარეობიდან გამომიყვანოს და ამის გამო მთელი კვირა ან თვე ან თვეები ვიყო ცუდ ხასიათზე. თავისით მეფიქრება სულ ცუდ რამეებზე და ყველაზე მეტად ეს მტანჯავს და მაგიჟებს. ზოგადად სიახლეებისაც მეშინია, ნებისმიერი რამის, ასე მგონია რამე ცუდი მოყვება, სრულიად უმნიშვნელო რამესაც კი ძალიან ვაკვირდები. შეიძლება ეს შიში იყოს წინათგრძნობა თუ უბრალოდ ნერვული აშლილობის ბრალია?მადლობა წინასწარ


Viewing all articles
Browse latest Browse all 321

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>