მოგესალმებით , ბატონო დავით
პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ კეთილ საქმეს რომ აკეთებთ და მოკლე, გასაგებ კომპეტენტურ ინფორმაციას , რომ აწვდით ხალხს.
ახლა ჩემ პრობლემაზეც მინდა მოგწეროთ .
რამოდენიმე წლის წინ გადატვირთვის შედეგად მქონდა ნევროზი აკვიატებული აზრებით, მქონდა შიში რომ გავგიჟდი..მივედი ფსიქიატრთან , მითხრა რომ ს არის ნევროზი და არაა რთული დასაძლევი. მომცა მცირე დოზით ანტიდეპრესანტები და სიმპტომებიც ალაგდა. სამის წლის შემდეგ ანუ ცოტა ხნის წინ ძალიან გადავიტვირთე , არეული ძილი, ღამე სწავლა და მუშაობა. და გამიჩნდა შიშები რომ დანა არ მოვირტყა თვალში , კონტროლი არ დავკარგო და რამე არ დავუშავო ჩემ თავს . სურვილი არანაირი არ მაქვს რა თქმა უნდა მაგრამ გიქრიც სერიოზულ დისკომფორტს მიქმნის, მეშინია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ მოვხვდე , არ დამაბან და ა.შ. ამავდროულად ვსწავლობ ძალიან კარგად , მაქვს 2 სტიპენდია, ხშირად ვარ მეგობრებთან ერტად, სოციალურად ძალიან აქტიური ვარ , ბევრ ორგანიზაციაში ვარ წევრი, ერთის დამფუძნებელი.
როგორია ჩემნაირი პაციენტების განკურნების შანსები?შეილება ეს აზრები სრულად გაქრეს როგორც წინათ ოღონდ აღარ განმეორდეს?
ინტერნეტში ისეთები წავიკითხეე გული გამისკდა ლამის და …
თქვენი იმედი მაქ ბატონო დავით
↧
ნევროზი?
↧