გამარჯობა:) ვარ 18 წლის, ეს ბოლო პერიოდი დამეწყო საშინელი დეპრესია, სახლიდან გასვლა აღარ მინდა და არც არავისთან ურთიერთობა, ყველა ნერვებს მიშლის არავის ესმის ჩემი მათ შორის არც ჩემს ოჯახის წევრებს. ყველაფრის მიმართ ინერტული ვარ, მიჭირს კონცენტრაცია, ლექციებზე სულ გაფანტული ვარ, არაფრის ხალისი აღარ მაქვს და უმეტეს დროს ოთახში შეკეტილი ვატარებ, მხოლოდ ვკითხულობ, მუსიკებს ვუსმენ და ვეწევი ბევრს. ასევე ძალიან მიჭირს სხვისთვის გულის გადაშლა და ამ თემაზე ვერავის ველაპარაკები, ზოგადად ძალიან მშვიდი ვარ მაგრამ შეიძლება უცბად უმნიშვნელო რაღაცაზე ნერვები მომეშალოს და აფექტში ჩავვარდე, რამდენჯერმე დამემართა ასე, ძალიან გავმწარდი რაღაც უაზრობაზე და ოთახში დავლეწე რაღაცეები, ოღონდ რამდენიმე წუთის შემდეგ რა მოხდა აღარ მახსოვდა. მგონი წამლები მესაჭიროება, რას მირჩევდით?:)
↧