Quantcast
Channel: ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 321

შიშების შესახებ

$
0
0

მოგესალმებით! მჭირდება თქვენი დახმარება ,ძალიან დიდი ხანია მაქვს ნევროზი, მეუღლეს გაცილებული ვარ,მყავს ერთი შვილი,რომელიც მარტომ გავზარდე,ათეული წლები მარტო ვუმკლავდებოდი ყველა პრობლემას,ძალიან დავიღალე. ახლა ჩემი შვილი სრულწლოვანია.პრობლემა ისაა,რომ ძალიან ვარ მიჯაჭვული მასზე,კერძოდ,ჩემი ნევროზის გამო ჩამომიყალიბდა ღამით მარტო დარჩენის შიში, როგორც კი მარტო ვრჩები მიწვს წნევა ,ძალიან მიჩქარდება პულსი,მაწუხებს გული და თუ ვერ დავწყნარდი წნევა არ ჩამოდის ნორმაზე,ასე ვიტანჯები წლებია, ამის გამო გამირთულდა ურთიერთობა ჩემს ვაჟთან,ის მსაყვედურობს რომ ახალგაზრდული ცხოვრება წავართვი,ძალიან დავღალეთ ერთმანეთი,მე მესმის მისი,მაგრამ ძალიან ცუდად ვარ, როცა ის მიდის და მარტო ვრჩები მეწყება პანიკა,მინდა მოვკვდე, გვერდით მჭირდება ახლობელი ადამიანი და არა უბრალოდ ადამიანი,ამდენი ვიშრომე მის გასაზრდელად ახლა კი თითქოს დავრჩი სიყვარულის გარეშე,არ ვიცი რა ვქნა. ახალგაზრდა აღარ ვარ გული არავისკენ მიმიწევს,თავს ისე ვგრძნობ თითქოს ცხოვრებამ გამქურდა. როგორ გამოვიდე ამ სიტუაციიდან?


Viewing all articles
Browse latest Browse all 321

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>