Quantcast
Channel: ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 321

აკვიატებული ფიქრები

$
0
0

მოგესალმებით,
ვარ 25 წლის. ყველაფერი დაახლოებით 8-9 წლის ასაკში დამეწყო, როცა პირველად ისეთმა ფიქრმა გამიელვა, რამაც ცოდვის ჩადენის პანიკურ შიშთან ერთად დამზაფრა და საგონებელში ჩამაგდო. აქედან მოყოლებული ამეკვიატა ეს ფიქრი და წლების მანძილზე ცხოვრება გამიმწარა. ყველაფერი ჩემდაუნებურად ხდებოდა – არ მინდოდა მეფიქრა, მაგრამ თითქოს მეორე „მე“ დაუკითხავად ისევ ამ ფიქრებით მაწამებდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური მდგომარეობით იყო განპირობებული. ამას, ასაკის მატებასთან ერთად, სხვა გამოვლინებებიც დაემატა. კერძოდ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, „საკუთარ თავს ვარწმუნებდი“, რომ ჩემს თავს ხდებოდა ისეთი მოვლენები, რომლებსაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. მაგალითად, მჯეროდა, რომ შუაღამისას პიჟამოს ამარა სახლიდან გავდიოდი და ქუჩაში დავხეტიალებდი; მჯეროდა ისიც, რომ სააბაზანოში თუ საპირფარეშოში ვიღაც მითვალთვალებდა და ა.შ. ეს ყველაფერი იმდენად სერიოზულ სახეს იძენდა და იმდენად ვაჯერემდი მათ ჭეშმარიტებაში საკუთარ თავს, რომ მომდევნო დღეებში „ჩემი საქციელით შერცხვენილი“ თვალს ვერ ვუსწორებდი ადამიანებს… გარკვეული დროის შემდეგ, არ ვიცი როგორ, მაგრამ თავი დავაღწიე გამონაგონი ამბებით საკუთარი თავის წამებას, თუმცა ახალმა „ახირებებმა“ იჩინა თავი, ისეთმა, როგორიცაა მაგალითად, კითხვის დროს წიგნის გვერდების თანმიმდევრობის ზედმიწევნით გადამოწმება და თან არაერთხელ, რაღაც მოქმედების რამდენჯერმე გამეორება, და ა.შ. რაც დღემდე გრძელდება. ხანდახან ვახერხებ და ვერევი საკუთარ თავს, ხანაც ძალიან მიჭირს. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ყველაზე მეტად მიწამებს ცხოვრებას და რასაც ვერაფერს ვუხერხებ – ცოდვის ჩადენის შიში… ეს აკვიატებული ფიქრები ხანდახან იმდენად მაგიჟებს, რომ სასოწარკვეთამდეც მივდივარ (თავი მძულს მათ გამო). რაღაც პერიოდები მაქვს, რომლის განმავლობაშიც მიჭირს საკუთარ თავზე კონტროლი და დეპრესიაში ვვარდები. ხანდახან კი ვახერხებ საკუთარი შეგონებებით მდგომარეობიდან დროებით გამოსვლას… ამის თაობაზე არავინ არაფერი იცის და ვერც ვინმეს მოვუყვები. გარეგნულად არაფერი მეტყობა და ერთი შეხედვით ნორმალური ადამაინის შთაბეჭდილებას ვტოვებ :) დავაკვირდი, რომ ეს ყველაფერი მაშინ მიმძაფრდება, როცა პესიმისტურ განწყობაზე ვარ… აქ ყველაფერის დაწერა შეუძლებელია…რადგან ეს მდგომარეობა ამდენი ხანია გრძელდება, უკვე მეშინია დაგვიანებული არ იყოს რაიმეს შეცვლა. უბრალოდ, მაინტერესებს რამდენადაა შესაძლებელი ჩემს მდგომარეობაში მყოფის დახმარება? და რა გზით?
წინასწარ გიხდით დიდი მადლობას თქვენი უანგარო დახმარებისთვის


Viewing all articles
Browse latest Browse all 321

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>