გამარჯობათ. ძალიან მიჭირს ამ თემაზე შეკითხვის დასმაც კი, მაგრამ უკვე ფიქრებს და ნერვიულობას თავს ვეგარ ვაღწევ.. მყავს ორი ბიჭი, 7 წლის და 4 წლის. ჩემმა უფროსმა შვილმა ძლივს, დიდი ნერვიულობის ფონზე მითხრა, რომ რამოდენიმე თვის წინ როცა საწოლში ერთად იწვნენ, ერთმანეთს თავიანთი სასქესო ორგანო უკანა ნაწილში ჩაუდეს. ეს მოხდა ერთხელ და ინიციატორი იყო უფროსი. ძალიან ნერვიულობდა, ამ ამბის მოყოლის დროს ტიროდა და სანამ მეტყოდა მთხოვდა, რომ არ მეჩხუბა მისთვის. როცა მიზეზი ვკითხე მპასუხობს, რომ მეც არ ვიცი რატომ გავაკეთეო, ცუდი და უზრდელი ბავშვი ვარო. თან მთხოვდა რომ მამამისისთვის არ მეთქვა და არავისთვის არასდროს. არ ვიცი რამდენად სწორად ველაპარაკე, გაბრაზებული და აღელვებული ტონით ველაპარაკე, მაგრამ არ გავუბრაზდი იმის გამო რომ დავპირდი. ავუხსენი და ძაან შევაშინე, დამპირდა რომ აღარასოდეს არც კი გაიფიქრებდა მსგავს რამეს. მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიქცე, ისე ვნერვიულობ აღარ ვიცი როგორ მივუდგე. იქნებ დამეხმაროთ და დამაკვალიანოდ რა ვქნა.. მადლობა.
↧