ამ ბოლო დროს როცა აუტიზმზე წავიკითხავ, ან კინოში ვნახავ სუ მგონია რო მეც გარკვეულ წილად მაქვს ეს დაავადება, არ ვიცი შეიძლება იმის ბრალია რო ნერვოზი,დეპრესია მაწუხებს უკვე რამოდენიმე წელია, ვიკვიატებ პატარა ეჭვს დიდ ეჭვად ვაქცევ და ყველაფრის დაზუსტება მინდა რო გადავიგდო ეს აზრი,ან პატარაობაში არ ვფიქრობდი ამდენს თუ გარედან როგორ ვჩანვარ ,მაგრამ მეგობრები სკოლიდან მყავდა,მშობლებთან გულგრილი კი არა ალბათ ზედმეტათაც მიყვარდა,მაგრამ ამავდროულად ვიყავი ბევრ რამეში განსხვავებული და ჩემებური ბავშვი,არასოდეს არ ვბაძავდი სხვას პატარაობიდანვე მერჩივნა გამეკეთა ჩემებურად
ცუდათ მარა არ მიმებაძა სხვისთვის,მიყვარდა მარტოობა,რაც ვიზრდებოდი და ბევრს ვსწავლობდი თითქოს უნდა გავხსნილიყავი მარა უფრო ვიკეტებოდი.თან გონებრივი შესაძლებლობით სხვაზე მეტი თუ არა ნაკლები არა ვარ, რასაც მოვინდომებდი ბევრზე ადვილად და მალე ვაკეთებდი და ვითვისებდი,მარა ბევრ რამეს გონებაში ვანგარიშობდი ან ვიმახსოვრებდი ჩემებური ხერხებით,მაგრამ ისეთ რაღაცაზე შეიძლება დავიბნე რო სასაცილო იყოს,კიდე რატომაც მაქ ეჭვი ლაპარაკით კი ვლაპარაკობდი მარა როგორც ვიცი დაახლოებით 4 წლამდე რამოდენიმე ასოს ვერ ვიძახდი და დავდიოდი ლოგოპედთან,კიდე ბევრი პრობლემა მარა ამაზე ადრე არ ვფიქრობდი, რაც წიგნების კითხვა დავიწყე და ნელნელა ვიზრდები ყველაფერზე ვფიქრობ და მინდა ყველაფერი ვიცოდე ჩემი თავის შესახებ,კონტაქტური ადამიანი ნაკლებადა ვარ,მარა ვისთანაც შინაურად ვარ და ვინც მიგებს ცოტათი იმასთან ვიხსნები არ მრცხვენია ჩემი ავადმყოფური ცხოვრების,ნერვოზი დეპრესია და მთელი ეს ავადმყოფობა რაც ამათ მოყვება რო მაქ ეს ვიცი და ამის აღარ მეშინია მარა სუ იმაზე ვფიქრობ ან ცოტათი აუტიზმი გამომყვა ან რაღაც ფსიქოლოგიური განუკურნებელი დაავადება.და კიდე ძალიან ღრმად ვუგებ თავისებურ გიჟ მწერლებს განსაკუთრებიტ დოსტოევსკის რომანები ხანდახან მგონია რო ჩემ ავადმყოფურ ეჭვებზე
და ფიქრებზეა დაწერილი.მადლობა ამდენი თუ წაიკითხეთ 20 წლისა ვარ და რაც მთავარია ვისწავლე თავიდან დაწყება ცხოვრების რამდენჯერაც არ გინდა მომიწიოს.
↧
წაიკითხეთ მადლობა წინასწარ
↧