ვარ 18 წლის გოგონა,2-3 თვის უკან დამეწყო თავის გაბრუება,ვიმკურნალე ოჯახის ექიმთან რომელმაც ჩართო ნერვოპატოლოგი,დამიდგინდა ნერვოზი,მკურნალობა დავიწყე ადაპტოლით,მაგრამ მდგომარეობა გამიუარესდა დამეუფლა შეგრძნება თითქოს სიზმარში ვარ,ყველაფერს ვხედავ,მესმის,მაგრამ აღქმაში თითქოს რაღაც მაკლია.გადავიღე მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია,პათოლოგია არ აჩვენა,ამასთანავე მაქვს ციკლის დარღვევა.შესაძლებელია თუ არა ეს პრობლემა იწვევდეს ამ დგომარეობას.ჩიყვის პასუხი უარყოფითია..ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ როგორ მოვიქცე.
↧